↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სახელის გათქმა მძიმე რამ არის (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)

პასტერნაკი ბორის

2012-08-121 წთ საკითხავი1923 ნახვა

—
სახელის გათქმა მძიმე რამ არის,ასე ვერა და ვერ ამაღლდები,ნუ გადაიქცევ არქივს სამარედ,ნუ აგაღელვებს ეს ქაღალდები.
გზა ქმნადობისა არს თავდადებადა არა ტაში ხარხარა ლხინზე.ნუ ხარობ, ფუჭი რომ არ მჟღავნდება,რის გამოც სოფელს გაკვრიხარ პირზე.
თვით არ დაირქვა დიდი სახელი,იცხოვრე ისე, რომ გათეთრდებიუკან მოგდევდეს სივრცის ძახილიდა მოგეგებონ მომავლის ხმები.
უნდა დატოვო თეთრი ლაქები,ოღონდ ბედზე და არა ქაღალდზე,როცა საწუხი და არსაქებიდაილექება დროთა ნაქარგად.
უსახელობა არის საფარი,კვალზე გაშლილი უკუნის კალთა,როგორც თეთრ ნისლში მწოლი მთა-ბარი,რომელსაც თითი ვერ მიაქვს თვალთან.
კვალს ვინმე მაინც გაყვება მარჯვედ,გაჩხრეკს შენს განვლილს ალბათ ერთიან,მაგრამ დამარცხდი, თუ გაგიმარჯვდა,შენ ნუ გაარჩევ, ეგ სულერთია.
ნურცერთ ნამცეცით, ქრთილისოდენით,შენსას ნუ დათმობ სახეს და იერს,მაგრამ გახსოვდეს, სიცოცხლე შენიდარჩეს ამ ქვეყნად მრავალჟამიერ.
1956

პასტერნაკი ბორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი