პოეზია · ლირიკა
აგვისტო (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)
როგორც ჩვევია, პირგაუტეხლად,მზე შემოვიდა ადრიან დილით,სარკმელის მაქმანს და დივანს ხელადზაფრანისფერი დაფინა ჩრდილი.
მან მოაფრქვია დამწვარი ჟანგიმახლობელ ტყეს და მახლობელ შუკას,საწოლს, სასთუმალს, დანამულს ბანგითდა კედლის კუთხეს კარადის უკან.
მე გავიხსენე მაშინ მიზეზი,სასთუმალს ცრემლი რისთვის ვაწურე,მესიზმრა აქეთ აგეღოთ გეზი,ტყეს გამოყევით და მომაშურეთ.
თქვენ მოდიოდით ჯგუფად და წყვილადდა შემომესმა ხმა საუბრისა,რომ ექვს აგვისტოს, დღეს, ძველი სტილით,ფერისცვალება არის უფლისა.
ამ დღეს ყოველთვის წყნარი ნათებაგადმოდის მაღლით მთა თაბორიდანდა შემოდგომა, ვით მინიშნება,ყოველთა მზერას იპყრობს შორიდან.
განვლეთ თხმელნარი, ტოტთა ქაოსი,გაცდით წვრილიანს, მეჩხერს და მხვივანსდა შეერიეთ სასაფლაოზეკორომს, დაჭვრეთილ კვერივით მღვივანს.
მაღლა, გასუსულ წვერთა მეზობლადიდო ცა, ერთობ გულზვავი რამედა ხრინწიანი მამლები სოფლადშორეთად წნავდნენ დღესა და ღამეს.
სასაფლაოზე, ტყის განაპირას,იდგა სიკვდილი _ მიწისმზომელი,ჩაშტერებული ჩემს მკვდარ სახე-პირს,სამარის სარგოდ გათხრის მდომელი.
სხეული გრძნობდა, რომ გვერდით, იქვე,მშვიდი ბგერები სიტყვად ლაგდება,ჟღერდა ჩემი ხმა, უხრწნელი ვით ქვა,ვით სასწაულის გამოცხადება.
"მშვიდობით ცაო ფერისცვალების,მაცხოვრის დღეთა ოქროვან გამის,დე, მეოხ ეყვნენ შენი თვალებიგანწირულებას საშინელ წამის.
მშვიდობით წლებო იმ შეშლილობისდა შენც, მძლეველო ზიზღით ძრწოლისაქალო, დაჭრილო უღრმეს ჭრილობით,აჰა მე, ველი შენი ბრძოლისა.
შენც, მოქნეულო ფრთავ, გაფრენილო,თავისუფალი ნავარდის ნებავ,სამყაროს ხატო, სიტყვით ჩენილო,სასწაულო და შემოქმედებავ".
1953