↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზამთრის ღამე (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)

პასტერნაკი ბორის

2012-08-121 წთ საკითხავი1955 ნახვა

—
თოვდა და თოვდა, მთლად ქვეყანათეთრად მოერთო,სანთელი ენთო მაგიდაზე,სანთელი ენთო.
როგორც ზაფხულში ფარვანებიცეცხლისკენ მსწრაფი,ეტანებოდა ფანტელებისარკმელთა ნაპირთ.
ყინვა ძერწავდა ცივ მინაზეისართ და წრეთა,სანთელი ენთო მაგიდაზე,სანთელი ენთო.
ჭერზე წვებოდა მოცახცახეჩრდილები ცერად,გადახლართული ხელი, ფეხიდა ბედისწერა.
ყრუდ ეცემოდა იატაკზეფეხსაცმლის წყვილი,იცრემლებოდა სასანთლიდანკალთაზე ცვილი.
თოვლმა მოიცვა არემარე,ცა მიწას შერთო,სანთელი ენთო მაგიდაზე,სანთელი ენთო.
ქარი არხევდა ალის ენას,ვნების ალმურიანგელოზივით წევდა ორ ფრთასჯვარისებურად.
მთელი თვე თოვდა თებერვალშიდა მაინც კენტადსანთელი ენთო მაგიდაზე,სანთელი ენთო.
1946

პასტერნაკი ბორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი