პოეზია · ლირიკა
მარბურგი (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)
რაღაც მაკრთობდა. ვენთებოდი, ვქრებოდი ისევ.მაცახცახებდა. ამ დროს ხელი ვთხოვე ნეტავ რად!გვიანღა არის. ვილაჩრე და უარიც მითხრეს.ვნანობ მის ცრემლებს. ვარ წმინდანზე უფრო ნეტარი.
მე გამოვედი მოედანზე. იტყოდნენ გავსომეორედ შობილს. ჩემს გარშემო მთელი ცხოვრება,მე რომ ჩალადაც არ ჩამთვალა, ფეთქავდა სავსედდა მაღლდებოდა ჩაფიქრებულ გამოთხოვებით.
სავალზე ფილა გადახურდა. შუბლი შარისაიყო მომრეშო. ქვა კირწყლიდან თვალებდავსებითასცქერდა ზეცას. ცაცხვის წვერო ნიჩბებს ქარისასწაესვა ცისთვის და ეს იყო ოდენ მსგავსება.
მაგრამ არ ვიცი როგორ მოხდა, რომ გავერიდეიმათ მზერას და იმათ სალამს სულ არ ვდარდობდი.მე არაფერი არ მინდოდა საგანძურიდან.ვიმალებოდი, რომ ზლუქუნი არ ამვარდნოდა.
ხოლო ინსტიქტი, სულ თანმხლები ფლიდი ბებერი,გულს რომ მირევდა, ჩიფჩიფებდა მხარზე აკრული:"ეს საყმაწვილო ხურვებაა, ასეც შეფერის,ოღონდ ესაა, მივადევნო უნდა თვალყური".
"გადადგი ფეხი", დაცდებოდა ინსტინქტს უნებურ,თან გზას ეძებდა, როგორც ბრძენი სქოლასტი სამანსდა გვერდს ვუქცევდით ლერწამივით აღმოცენებულხეებს მხურვალეთ და მწყურვალეთ და იასამანს.
"პირველ ნაბიჯს თუ მოერიე, მერე თუნდ ირბენ!"ჩამჩიჩინებდა. მზე, ზენიტზე ახლად დამცხვარი,გადმოჰყურებდა პლანეტაზე დაჭიმულ სიმებს,რაზეც სიარულს ასწავლიან იქავ ნაცხოვართ.
ზოგს ეს სურათი თვალსა ჭრიდა. ზოგი ფიქრებშიუკვე დარწმუნდა, რომ აქ სანთელს ვეღარ აანთებ.დაწიაქობდნენ წიწილები გეორგინებში.სადღაც კალია წიკწიკებდა, როგორც საათი.
კრამიტი გალხვა. ცხელ შუადღეს გამოსდებიამაღალი სახლის ჭანგი ზურგში ხოლო მარბურგშივინ მშრალი სისინით ასობს ისარს, წითელფრთებიანს,ვინ კი სამების ბაზრის ფასებს იმარხავს გულში.
ღრუბლებს თქვლეფდა და ედებოდა სიყვითლე ქვიშას.საავდრო ქარი ქუშად ყრიდა ბუჩქების წარბებს.ზეცა შედედდა, გაიბერა და ვაი-ვიშითდაეცა თავზე ნაწვერალის ჩხვლეტია ზღარბებს.
იმ დღეს მთლიანად განუყოფლივ, თხემით ტერფამდე,ვით პროვინციის ტრაგიკოსმა შექსპირის დრამა,ჩაგისვი გულში, შევისრუტე ყველა ტერცინადა ხეტიალში ვზეპირობდი უცნაურ გამას.
როცა დავეცი შენს წინაშე და ვეხებოდიამ ნისლს, ამ ყინულს, ამ ზედაპირს (ო, რა კარგი ხარ!)ამ მხუთავ ქროლვას, შემომესმა: "რა თქვი? გონს მოდი!"მორჩა. უარმყვეს. მგონი სადღაც ვიღაც ხარხარებს.__ __ __აქ უცხოვრია მარტინ ლუთერს, აქ კი ძმებს გრიმებს.სახურავებზე, საფლავებზე მზერა ხავსდება.ხსოვნაა ყველგან და ირხევა ხსოვნისვე სიმი.თან სუნთქავს ყველა და ეს არის ოდენ მსგავსება.
არა, ხვალ მე იქ აღარ წავალ. უარი მტკიცემეტია, ვიდრე თქვა მშვიდობით. ამას თავმდებობ.ვაგზლის ჩოჩქოლი ჩვენ არ გვხიბლავს. თქვენ ხომ არ იცითხვალ რა მომელის, ძველებური ფილაქნის ქვებო?
მალე ნისლები დააფენენ პორტპლედებს დაბას.ორთავ სარკმელში თითო მთვარე გამოანათებს.გაიშრიალებს ტომზე სევდა _ მგზავრ ქალის კაბა _და წიგნით ხელში ოტომანზე მოიკალათებს.
ნეტავი რისი მეშინია? ვიცი და მსურისვით გრამატიკა, უძილობა. ერთად ვეტევით.არ მესმის რატომ, როგორც ბარბაცს ბრმა მთვარეულის,ვეკრძალვი ნაჩვევ საფიქრალის შემოტევებას.
ღამით ჩვენ ხშირად განვიხილავთ ჭადრაკის საქმეს:ვზივართ პარკეტზე ფეხმორთხმულნი მთვარის ჭაღებში.ღია სარკმლიდან აკაცია საკმეველს აკმევს,კუთხეში მოწმედ მჯდარი სევდა ჭაღარავდება.
ალვა მეფეა. უძილობას ვეთამაშები.ბულბული არის დედოფალი. მას ვუგებ მახეს.ღამე იმარჯვებს. ფიგურები ფრთხიან ბავშვივით.კრიალა დილა კარებს აღებს. მე მას ვცნობ სახით.
1916, 1928წიგნიდან "ბარიერებს ზევით"