↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰამლეტი (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)

პასტერნაკი ბორის

2012-08-121 წთ საკითხავი1922 ნახვა

—
ხმაური შეწყდა. მე სცენაზე ვარ.კარებთან კედელს მივაყრდენ მხარი.ყურს ვუგდება ექოს შორით ნაწყევარს,ჩემს მომავლად რომ დათქმული არის.
მომჩერებია ბნელეთის ხაოსღერძზე მჭვრეტავი თვალი ათასი,შენ გევედრები აბბა მამაო,შროს ჩაატარე ჩემგან ეს თასი.
მე მიყვარს შენი უტეხი ნებადა კისრად ვიღებ ამ როლის თამაშს,მაგრამ ამჯერად გთხოვ მოტევებას,დღეს სულ სხვაგვარი იდგმება დრამა.
უკვე გადაწყდა აქტთა მსვლელობა,გარდუვალია გზის ბოლოც, მჯერა.ირგვლივ თარეშობს ფარისევლობა.ველს გადაირბენ, ცხორებას - ვერა.
1949

პასტერნაკი ბორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი