↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მე შენს სამარეს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
მე შენს სამარეს,მე შენს სამარეს,მშვიდს და მდუმარესკვლავ თვალს ვავლებდი, კვლავ დავსცქეროდი,ვით გაყიდულიცოდვილის სული„რისთვისო, რისთვის?“ მეკითხებოდი.არ ვიცი, არა!განა არ კმარა,რაც დავიტანჯე, რაც ცრემლი ვღვარე?ეხლა შენ მითხარვინ ვარ, ან რა ვარ?კვლავ რისთვის მტანჯავს შენი სამარე?
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი