↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დღენაკლულთა

ჩერქეზიშვილი ნიკა

2026-07-182 წთ საკითხავი10564 ნახვა

—
ფანჯრები დაგმანეთ,კარები აჭედეთ - შიგნიდან,მიადგით კარადა კუთხეს და მის უკან ჩასაფრდით,როგორც იქცეოდით - ეპოქა მაჯებს რომ იღრღნიდამაშინ...დაშინ თუ შემოგეჭრნენ -ჩაბარდით.ასეა -რელსებზე დგას დედამიწა და ირწევა,სრესს ერთეულებს და სიცოცხლეს პირდება დანარჩენს -სუყველას,უკლებლივ,ურყევ გარანტიას იძლევა -ათიდან ათია შანსი იმისა,რომ გადარჩეს -ყველა,ვინც დაგმანავს, აჭედავს, ჩარაზავს და ა.შ.(ჰაერი, ჰა-ე-რი)ვაგრძელებ -ვინც ამოიქოლავსთვალებს და გაუყრის თავს ყულფში სიტყვების გარეშე,ცხვარივით,მორჩილად,თან - იყო,თან - არა იყო რა,დამთავრდა,გვეყოფა,ვიკმაროთ,მოვეშვათ -გულგრილადყურებასდამფრთხალი ჩიტების,მოკლული ბავშვების...დაიწყოს,ოღონდაც,ჩვენიდან დაიწყოს თუ გინდათ,დავაწყობთ მაჯებს და დაგვაჭრან მკლავები,გავშრებით,რომ გამოისყიდოს ამ სისხლმა სიცოცხლის უფლება,რომ ყველა ჩვენგანში ჩაძაღლდეს ჟან გილიოტენი,რომ ყველა ჩვენგანმა მოიხსნას კისრიდან ყულფები,რომ აწ და მარადის დამთავრდეს ვიღაცის ლოდინი,ვიქნებით პირველი...და მერე -მესამე,მეხუთე,მეშვიდე -ცამდეა სავალი,დაჭრილი ფრთებით გვაქვს საფრენი,მკვდრებს თუ დაგვინახავთ,ცოცხლები,იქნება,შეშინდეთ,უყურეთ ჩვენს ცხედრებს,მიწაზე გულაღმა დაფენილს,რომ თქვენმა სიჩუმემ გატკინოთ დავსილი ყურები,რომ ვეღარ იტანდეთ კედლებზე დაკიდულ საფლავებს...იქნება,შეგზაროთ სარკეში სიკვდილის ყურებამ,მობრუნდეთ,გამოგვყვეთშუქისკენ გაფრენილ ფარვანებს -თაობას,რომელიც ვერ მოკლეს,ვერაფრით დამალეს,ვერაფრით ჩაახშეს,ვერ მოსპეს,ვერ გამოუთხარესძირი და ვყვირივართ,ვცოცხლობთ,ვწერთ,და მალე,და მალე.........
სხვა თუ არაფერი,ეს ლექსი მომავალს ვუთხარით.
ჩერქეზიშვილი ნიკა

ჩერქეზიშვილი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი