პოეზია · ლირიკა
ინსულტი
საფეხური. თითები. იხლართება. თარიღი.სიმარტოვე. სურათი. თმენა. მაჯა. ნაფაზი.მე ბეღურა ჩიტებმა ნისკარტებით წამიღესდა დამტოვეს (სულ მარტო) შენი ფანჯრის რაფაზე.
ვიღაცისთვის ეს ლექსი მხოლოდ პათეტიკაა,ჩემთვის - სისხლის ჩაქცევა ტვინში, კვდომა - ნერვებში,სადაც წვიმა იწვიმებს ჩემი სისხლიც იქაადაღვრილი და არ ახლო ხელი! არა! შეეშვი!
მინდა - ასე დაქცეულს არიდებდე ნაბიჯებს,ლოცვა რაღა ლოცვაა - თუ-კი ცამდე ავიდა,ბინდი. ნავსი. არევა. გარინდება. მახინჯი.ხორცი. დამღა. მოწამვლა. უკან. დარდი. თავიდან.
ძველებურად. ინთება. იხატება - და მიღრენს -სიმარტოვის სურათი - მოგლეჯილი ანფასი,მე ბეღურა ჩიტებმა ნისკარტებით წამიღესდა დამტოვეს (სულ მარტო) შენი ფანჯრის რაფაზე.