↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემს დროს (მთარგმნელი: შოთა ბუტკოვსკი)

პრიგოვი დიმიტრი

2012-08-127 წთ საკითხავი784 ნახვა

—
ჩემს დროს მოკვდნენ სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევიდა გიორგი დიმიტროვი, ვილკო ჩერვენკოვი ასევე მოკვდნენ ჩემს დროსდა კლემენტ გოტვალდი, ანტონინ ზაპოტოცკი, გუსტავ ჰუსაკი და ლუდვიგ სვობოდაჩემს დროს მოკვდნენდა ბოლესლავ ბერუთი ჩემს დროს მოკვდადა იოსიფ ბროზ ტიტო ჩემს დროს მოკვდაჩემს დროს მოკვდა ენვერ ხოჯაცჩემს დროს მოკვდნენ ვილჰელმ პიკი, ოტო გროტევოლი,ვალტერ ულბრიხგი და ერიხ ჰონეკერიმაო ძე-დუნი, ჩჟოუ ენლაი, ლინ ბიაო ჩემს დროს მოკვდნენხო ში მინი ჩემს დროს მოკვდადა დე გოლი მოკვდადა ადენაუერი, ბრანდი, შმიდტი, შტრაუსი მოკვდნენჩერჩილი და იდენი ჩემს დროს მოკვდნენრუზველტი და ტრუმენი ჩემს დროს მოკვდნენჩემს დროს მოკვდნენ პაასიკივი და ურხო კეკონენიპალმირო ტოლიატი და ლუიჯი ლონგო მოკვდნენ ჩემს დროსფრანკო და სალაზარი მოკვდნენ ჩემს დროსდა ხიროხიტო მოკვდა ჩემს დროსდა ბევრი, ბევრი, ბევრი სხვაცასევე მოკვდა ჩემს დროს
ჩემს დროს მოკლეს მოსადიკი, ლუმუმბა და ალიენდეზია ულ ხაკი, ორივე განდი და სამოსაბანგლადეშის პრეზიდენტი, არ მახსოვს, რა ერქვა, მოკლესკორეის პრემიერ-მინისტრი მთელი მისი კაბინეტით მოკლესჰო, კენედი, კენედი, კენედი ჩემს დროს მოკლესმოკლეს სადათი, ჩაუშესკუ და რაბინიკიდევ ვინ?ჰო, ულოფ პალმე მოკლესალდო მორო მოკლესდა ბევრი, ბევრი, ბევრი სხვაც მოკლესჩემს დროს
ჩემს დროს იყო ომებიეგვიპტისა ინგლისთან და საფრანგეთთანჩრდილოეთ კორეისა სამხრეთთანინდოეთისა და პაკისტანის ომი იყოინდოეთისა და ჩინეთის ომი იყოჩინეთისა და ვიეტნამის ომი იყოაჰ, ჰო, ჰო, სულ დამავიწყდა! - კიდევ დიდი მეორე მსოფლიო ომი იყო ჩემს დროსდა ინგლისისა და არგენტინის ჩემს დროს ომი იყოდა ისრაელის ეგვიპტესთანდა ისრაელის სირიასთანდა საბერძნეთის თურქეთთან ჩემს დროს ომი იყოდა ერაყის ირანთან ჩემს დროს ომი იყოდა ერაყის კუვეიტთანდა ეთიოპიის სომალისთანდა სსრკ-ს ავღანეთთანდა პერუსი ჰონდურასთანდა მგონი ზამბიის ზაირთანდა სხვა, და სხვა, და სხვადა ყველა ეს ომი ჩემს დროს იყო
ჩემს დროს გაქრა ბრიტანეთის იმპერიაჰო, ჰო, ჩემს დროსჩემს დროს გაქრა საფრანგეთის იმპერიაჩემს დროს გამოცხადდა როდეზია და გაქრა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაჩემს დროს გაქრა-დაიშალა იუგოსლავიადა რაც უფრო სამწუხაროა - სსრკ გაქრა ჩემს დროსდა დიდი ინდოეთი გაქრა ჩემს დროსდა გდრ, გდრ, გდრ გაქრა ჩემს დროსთუმცა სამაგიეროდ გაერთიანებული გერმანია გაჩნდა ჩემს დროსთუმცა სამაგიეროდ მთლიანი კორეა დაიშალა ჩემს დროსდა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა გაერთიანდა და იქვე დაიშალა ჩემს დროსდა ვარშავის ხელშეკრულება დაირღვა ჩემს დროსდა, ცხადია, ჩეხოსლოვაკიაც ჩეხეთად და სლოვაკეთად დაიშალა ჩემს დროსჰო, ბევრი, ბევრი განსხვავებული რამშეიქმნა და მაშინათვე, ან ცოტა მოგვიანებითან ზუსტად თავის დროზედაიშალა ჩემს დროს.
ჩემს დროს გარდაიცვალნენ პასტერნაკი, ახმატოვა,ზაბოლოცკი, ხარმსი, ვვედენსკი და ტატლინიპიკასო, მატისი, კამიუ, სარტრი, დალი და დიუშანიგარდაიცვალნენ ჩემს დროსდა ელიოტი, პაუნდი, ფროსტი, ბორხესიდა ფელინი გარდაიცვალნენ ჩემს დროსდა შოსტაკოვიჩი გარდაიცვალა ჩემს დროსდა პროკოფიევი გარდაიცვალა ჩემს დროსდა დუნაევსკი გარდაიცვალა ჩემს დროსდა სტრავინსკი გარდაიცვალა ჩემს დროსდა კეიჯი გარდაიცვალა ჩემს დროსნურიევი, კალასი, კორბუზიე, ლისენკო, ფადეევი,შოლოხოვი, გაგარინი, ორუელი და მონროდა ბევრი, ბევრი, ბევრი-ბევრი-ბევრი შესანიშნავი ადამიანიგარდაიცვალა ჩემს დროს
ჩემს დროს გამოჩნდნენ რუბინშტეინი, სოროკინი,კაბაკოვი, შნიტკე და ტარკოვსკიდა სტალონე, შვარცენეგერი, კიმ ბესინჯერი,მაიკლ ჯეკსონი გამოჩნდნენ ჩემს დროსდა ტარანტინო, პლატინი, ვან ბასტენი, ვიმ ვენდერსიგამოჩნდნენ ჩემს დროსდა ჯეფ კუნსი გამოჩნდა ჩემს დროსდა ჩიჩოლინა გამოჩნდა ჩემს დროსდა რავი შანკარი გამოჩნდა ჩემს დროსდა მაიკ ტაისონი, შუმახერი, აგასი, მეჯიკ ჯონსონიგამოჩნდნენ ჩემს დროსჩემს დროს ასევე გამოჩნდნენ ჩიკატილო, ტომპსონი, კარლოს ილიჩი,ბასაევი და ჩე გევარაგამოჩნდა ჩემს დროს გაგარინიჰო, ბითლზი, ბითლზი, ბითლზი, ოთხივე მათგანი გამოჩნდა ჩემს დროსდა სალმან რუშდი გამოჩნდა ჩემს დროსდა დერიდა გამოჩნდა ჩემს დროსდა ბევრი, ბევრი, ბევრი სხვა, აქ არ ნახსენებიგამოჩნდა ჩემს დროს
ჩემს დროს გამოცხადდა, რომ ადამიანი ადამიანი კი არაა,არამედ ნაირ-ნაირი გენების გროვა - აი რა გამოცხადდა ჩემს დროსჩემს დროს გამოვლინდა, რომ კოსმოსში შეიძლება არსებობადა რომ მიწის ქვეშაც შეიძლება არსებობა გამოვლინდა ჩემს დროსდა ათასნაირი კომპიუტერი და რობოტი გამოჩნდა ჩემს დროსდა შიდსი გამოვლინდა ჩემს დროსდა მფრინავი თეფშებით სავსე ჰაერი გამოვლინდა ჩემს დროსდა ყველანაირი უცნაურობები წყლების, მთების, მცენარეების და ცხოველების -ყველაფერი ეს გამოვლინდა ჩემს დროსჰო, დამავიწყდა - ატომური ბომბი გამოჩნდა ჩემს დროსდა ავიამზიდები, რაკეტები, ლაზერები, ტყვიები წანაცვლებული ცენტრითგამოჩნდა ჩემს დროსდა ის, რომ ძველები ბევრ რამეში მართლები არიან, გამოვლინდა ჩემს დროსმაგრამ ამავე დროს უამრავი, უამრავი, უამრავი სისულელეასევე გამოვლინდა ჩემს დროს
მაგრამ საშინელება, შიში და სიგიჟეგამოვლინდა ჩემს დროს ახალი გიჟური ძალითუმეცრება და ტერორი გაჩნდა ჩემს დროსდა ვნება გაჩნდა ჩემს დროს აქამდე არნახული ძალითდა სასოწარკვეთილება გაჩნდა ჩემს დროს სამყაროში აქამდე არნახული ძალითმაგრამ სიხარულიც და სიხარულის მოლოდინიცგაჩნდა ჩემს დროს ამ მრავალტანჯულ სამყაროში აქამდე არნახული ძალითგაჩნდა ჩემს დროს ასევე თანაგრძნობაამ მრავალტანჯულ სამყაროში აქამდე არნახული აშკარა ძალითდა ბრძოლა, და ღალატი, და სისუსტე, და სისუსტის გადალახვაგაჩნდა ჩემს დროს როგორც წამიერი გაელვებანიამ მრავალტანჯულ სამყაროში აქამდე არნახული აშკარა ძალითდა საერთოდ, არნახული და აღუწერელიგაჩნდა ჩემს დროს როგორც წამიერი და მათრობელა გაელვებანიამ მრავალტანჯულ სამყაროში აქამდე არნახული აშკარა ძალით
ჩემს დროს ყველაფერი, პრაქტიკულად, იყო გარდაუვალიდა ჩემი მშობლები ჩემს დროს, პრაქტიკულად, იყვნენ გარდაუვალნიდა მე ვიყავი, პრაქტიკულად, ჩემს დროს გარდაუვალიპრაქტიკულად, ჩემს დროს გარდაუვალი იყო ჩემი დადა ჩუტყვავილა, სიყვითლე, ქუნთრუშა, დიფტერიტი, წითელა, ყბაყურადა პოლიომელიტი იყო ჩემს დროს, პრაქტიკულად, გარდაუვალიდა სოციალიზმი ჩემს დროს იყო, პრაქტიკულად, გარდაუვალიდა კაპიტალიზმი ჩემს დროს იყო, პრაქტიკულად, გარდაუვალიდა ჩემს დროს იყო, პრაქტიკულად, გარდაუვალი კოლონიალიზმის,იმპერიალიზმის, კომუნიზმის, ექსპანსიონიზმის, ბიჰევიორიზმისდა ეგზისტენციალიზმის კრახიმაგრამ სამაგიეროდ ჩემს დროს, პრაქტიკულად, გარდაუვალი იყოჰომოსექსუალიზმის და კონცეპტუალიზმის, ფემინიზმის და ეკოლოგიზმის,ტერორიზმის და სინერგიზმის აღმავლობაიყო ჩემს დროს, პრაქტიკულად, გარდაუვალიმიწა, ცა, მინდვრები, ტყეები, მდელოები, მთები, წყლები, მიწისძვრები,წყალდიდობები, ხანძრები, ნგრევები, ცდუნებები, შიშები, გასხივოსნებები,ცვლილებები, დამშვიდებები, განწმენდები, განადგურებები, დაუფლებები,დაკარგვები და ყველაფერი-ყველაფერი-ყველაფერიჩემს დროს იყო, პრაქტიკულად, გარდაუვალი

პრიგოვი დიმიტრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი