პოეზია · ლირიკა
კაცი
შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, ღმერთო, რომ შევალტაძარში და იმ კაცისათვის - ზღვაში რომ გადის -ვილოცებ, რადგან მეზღვაური, ის კაცი - მე ვარდა ახლა მართლა არ მცალია - ვამოწმებ ბადეს -სადმე არ იყოს გახეული, არ გასხლტეს თევზი,ღმერთო, მშივრები დამრჩებიან შვილები, ცოლი,მთელი ოჯახი დავიმშევით, ილოცე ჩემზეშენ თვითონ, მე არ დავგვიანდე, წითლდება ზოლიდა მზე, აქ, ჩვენთან, როგორც არსად - მწველია, დამწვავს,შენ ჩემს იმედზე ნუ იქნები, უფალო, კაცის,რომელიც წუხელ შუაღამით (მხოლოდღა) დაწვადასაძინებლად და რომელსაც ფიქრები კაწრავს,რომ არ დაურჩეს დამშეული ოჯახი, დარდობს,როცა ჯერ ისევ სიბნელეა იღვიძებს, დგება,ძინავს სუყველას, მეთევზეა მღვიძარი მარტოდა ამას ვინმე თუ გაიგებს - შენ გაგეგება -უფალო, რომ არ უნდა იყო იმედზე კაცის,ვინც ნიჩბებს უსვამს, თავის ხელით მიაპობს ტალღებს...და ღმერთო, თუ არ შეწუხდები - ეგ თოკი გასწი,მოქაჩე მაგრად, ხომ არ დალპა, ხომ არის საღი,რომ არ გამწიროს ბედისწერამ შუაგულ ზღვაში,საღ-სალამათი დავუბრუნდე ცოლსა და შვილებს,მგონი - ჯერ ისევ გამოდგება, ღმერთო, მე მაშინმივხედავ საქმეს, შეიბრუნონ ისევე ძილიათასებმა, რომ აღგივლინონ მუდარა, ლოცვანაშუადღევზე, შენ არ იყო იმედზე კაცის,იმ ერთი კაცის, ვინც შორ ზღვაში წერტილად მოჩანს,მარილის სვეტი, ძვლადქცეული, შენსავით მკაცრი,შენსავით მარტო, შენი ხატი, ტოლი და სწორი,მხოლოდ სულ ერთი, ერთი რამით ნაკლები შენზე -შენ ღმერთი ხარ და ის კაცია და ორჯერ ორი -ოთხია - ჭეშმარიტებაა - სჭირდება თევზი,რომ გამოკვებოს ცოლ-შვილი, რომ მივიდეს მათთანწელგამართული, უფალო, და გადადგეს ზღურბლზე...
ოთხმოცდაცხრამეტს შეიწყალებ იქ სადაც მართალსერთი ცოდვილი მეზღვაურიც მიიბი გულზე.