პოეზია · ლირიკა
მარა
შენი სახელია - მარა,შენ ნამდვილი ხარ და მაშინ,როცა ცას ღრუბელი ფარავს,ანუ,როცა ცივა ცაში,ჩვენი სახლის კედლებს ათბობ.
შენი სახელია - მარა,ჩემი ცოლი ხარ და როცა,სულში მივარდება ქარიდა ჭუჭყით მევსება ხორცი,არასოდეს მტოვებ მარტო.
შენი სახელია - მარა,ქალი ხარ, უფრო კი, ბავშვი,ნეკნი, არ ვიცი და მალახერხემლის, როცა ხარ სახლში,ქუჩას ეფინება შუქი.
შენი სახელია - მარა,ვართ სულ უბრალოდ და ჩვენთვის,არც ვინმეს სიყვარულს ვპარავთ,გვყავს ჩვენი შვილი და ღმერთიერთმანეთს ყოველდღე გვჩუქნის.