პოეზია · ლირიკა
ნადირობა
ჭალაში ბალანაშლილითეთრი სეტერი ქრის...მწყერი ბალახში გოგმანობს,აფრინდება და...ფრრი...სანამდე არ აფრინდება,არავინ ერჩის მწყერს.ვაიმე, ჩემი სიცოცხლეციქნებ ასეა დღეს.ვიდრე მიწაზე დავდივარ,ყველა სიკეთეს მგვრის, _ავფრინდები და...ვაიმე...ავფრინდები და ფრრი...ტყვიაც იწივლებს შურისა,მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,სანამდე არ აფრინდება,არავინ ერჩის მწყერს.შავი საფანტი ირევა...თეთრი სეტერი ქრის...მე მაინც უნდა ავფრინდე, _ავფრინდები და...ფრრი...