↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * საქართველოში ყველა ციხესთან

ნიშნიანიძე შოთა

2016-09-121 წთ საკითხავი24943 ნახვა

—
საქართველოში ყველა ციხესთანმე ჩამივლია ყინჩად, გულდიდად,ყველა ბურჯიდან თუ ქონგურიდანმწარე წარსული გადმოიხედავს.
ო, წინაპარო, დროის გრიგალთა,მხოლოდ ეს ციხე რჩება მოწმობად.ბეჭიდან ჩრდილი ჩამოგივარდა,ისიც მონღოლის ცხენმა მოძოვა.
ვინა ვარ, რა ვარ, რა გზებს შემოვრჩიან სული ასე რად ამიკვნესდა?ერთი კი ვიცი: საქართველოშიმე მოკლული ვარ ყველა ციხესთან.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი