პოეზია · ლირიკა
* * * ბევრჯერ მაგემა ცხოვრებამ შხამი
ბევრჯერ მაგემა ცხოვრებამ შხამი,ბედმაც სამსალა მასვა ხელადით...საათი, წუთი, ყოველი წამი:ქვეყნად ყოველი გამო ვღელავდი!ვუძლებდი: გრიგალს, ჯოჯოხეთს, ხანძარს,ტკივილს, გოდებას, ჯვარცმას, ქარიშხალს...ვიდრე ოცნების ავაგებ ტაძარს,კიდევ მრავალჯერ შევსვამ დარიშხანს!მძიმე მარგუნა განგებამ ბედი,შეღებილია წითლად ცის კიდე...ვცდილობ არასდროს მოვხარო ქედი,თუნდაც არაერთ ტანჯვას ვიმკიდე!საათი, წუთი, ყოველი წამი:ქვეყნად ყველაფრის გამო ვღელავდი:ბევრჯერ მაგემა ცხოვრებამ შხამი,ბედმაც სამსალა მასვა ხელადით!