პოეზია · ლირიკა
უზენაესი (საბჭოს) ქურუმი
ციკლიდან: `პოემატოგრაფი~ფილმიდან: `მუმია~
არ მგონია, ჩემნაირიკიდევ სადმე სხვა თუა(ეჰ, რამდენი საუკუნეგაპარულა ნატვრაში...)წყევლასავით ვერ ვიშორებანუბისის სტატუას,დილის სხივიც ვეღარ აღწევსჩემს ბნელ ჰამუნაპტრაში!
ხოჭოები და ფიქრები ისევ მჭამენ, მხოლოდმაშინ ჩერდებიან, როცაქვიშა ვარ...მე ვარ ბოროტი... და არ ვიცი, რა დამიშავადანარჩენმა კაცობრიობამ.
სივრცე წინ მაქვს გადაშლილი,თითქოს ტაროს კარტია,მეც ვმკითხაობ _ დროის მონადარდით ნალამუნები...მინდა, თავი დავაღწიოამ ქაჯების პარტიას,მიმელიან სადღაც ჩემიანაქსუნამუნები!
მე ვარ ბოროტი... მაგრამ მიყვარს, ისეროგორც ადრე მიყვარდა,ფარაონის ძვირფასი ცოლი,მასაც ვუყვარდი,სწორედ ამისთვის დაგვსაჯეს,და ჩემი გული, ხოჭოებისგან შეჭმული გულიდა ტვინი,და რწმენასადღაც პირამიდის ბნელ სენაკში გადამივარდა...
და მას შემდეგ ვწევარ ასე,ურწმუნო და უტვინო,შემარჩინეს მხოლოდ სული _ისიც უღვთოდ ვნებული,და აქედან როცა ვუმზერთქვენს დამქანცველ რუტინას,მგონია, რომ ყველანი ხართმუმიფიცირებული!
ბევრს, და, მათ შორის, თქვენც, გეგონათ, რომმე მთელი ეს დროსარკოფაგში ვიწექი,და მერე ავდექი,დაახლოებით ისე, როგორც ერთმა პოეტმა დაწერა:`სარკოფაგიდან დგებაო მუმია!~მაგრამ ცდებით!
მე აქა ვარ, არაერთხელშერაცხული ავსულად,როგორც ხედავთ, შერისხვამაცვერ ამომდო აღვირი,მე აქა ვარ და არასდროსთქვენგან არსად წავსულვარ,მე _ ქურუმი იმჰოტეპი,ოსირისის მახვილი!
და როდესაც ხალხთან გამოვედი,მე ისინი დავიმორჩილე,და მათ დაიწყეს ჩემთვის და ჩემი სახელითბრძოლა,ისინი დადიოდნენ ქუჩაში და იძახდნენჩემს სახელს(მე კი მრავალი სახელი მაქვს):
_ იმ-ჰო-ტეპ!_ იმ-ჰო-ტეპ!_ ჩაუ-შეს-კუ!_ ჩაუ-შეს-კუ!_ ზვი-ა-დი!_ ზვი-ა-დი!_ იუ-შენ-კო!_ იუ-შენ-კო!_ მი-შა!_ მი-შა!_ ზიგ ჰაილ!_ ზიგ ჰაილ!_ ზიგ ჰაილ!