პოეზია · ლირიკა
ნიკალ
ნიკალ!... ჰა, ნიკალ!... - შემოგძახეს აქეთ-იქედან:მარტო რად სვამო?...და ცა-თვალებს ვერ ახამხამებ;ტიკჭორის ჭინკა ძეწკვს გახარბებს -ბოლო ჭიქიდანდა ჭიქიანად ტყდება ეს ღამე!ღიპღიპელები შუბლში ჯამებს იჯახუნებენ!...შავ მუშამბიდან მეეზოვე შემოგბღცერს ცოცხით;ცა შეგიწამლავს შაბიამნით და...ღმერთიმც გიცოცხლოს!მაინც...რა ბადით იჭერ ამდენცოცხალს და ფერებს...არ სჯობდა: ბედი დაგეჭირა -თუნდაც ლიფსიტა?!რა მუზის ჩაი აიჩემე, ვინ დაიჯერებს,რომ გულს იჯერებ ცივი ჩაის სმითა.იმ სამოვარის ამთვალებმშრალებს რა გაეგებათ,-ჩაილულიო...და დუქნისკენ გაჩქარდებიან!...........................