პოეზია · ლირიკა
აბსტინენცია
წევხარ. ეწევი. კაცმა რომ თქვას, ახლა გაფრენასწინ არაფერი ეღობება, ფანჯრების გარდა(საგნებს აღარ თვლი სათვალავში, თითქმის არ სჩანანსაგნები, რადგან უსაგნობით სახლი გაივსოდა ასე უფრო იოლია, თან – გაცილებით...),რომელთა მიღმაც ქალაქია, დილა, აპრილი,და შვერილებზე გაჭიმული სარეცხის კორდი,რომელსაც ქარი ანიავებს. სხვა, დანარჩენი,ან სულერთია, ან შორს არის – თითქმის ხეებზე,X გამზირს Y მოედნამდე რომ აცილებენ.
დგები. გადიხარ და ატყობ, რომ პრობლემა გახდაქუჩაც, რომელსაც მიჰყვები და არავინ მოგდევს,ჯიხურიც, სადაც შეგიძლია სასურველ გაზეთსშეავლო თვალი, შეიძინო და შემდგომ ამის, -თუკი ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, ღმერთის შეწევნით, -სახლიც, რომელშიც გელოდება ვინმე და ტახტიც,რომელზეც მშვიდად შეგიძლია, დაწვე და მოკვდე,თუნდაც ცოტა ხნით, თორემ დიდხანს ვინ გაცლის ასეთმარტივ ან სიკვდილს, ან სიცოცხლეს და ა. შ. და მისთ.ბრუნდები. წვები. არაფერი. წევხარ. ეწევი.