↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

Johnnie Walker

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17537 ნახვა

—
ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!მოდი ჩავკეცოთ, მეგობარო, ერთად კარტები -ჩვენ ხომ ყოველთვის ვთამაშობდით წესების დაცვით...ჯანდაბას რაც კი წაგვიგია! ახლა კი - ვწვები!ბლეფია, ვიცი, გვატყუებენ, ძვირფასო უოლკერ, -"წითელი ძაღლის" ინსტინქტი მაქვს, - გუმანით ვხვდები,მთელი ცხოვრება "ოაზისს" და "კარიბულ" პოკერსვთამაშობ, მაგრამ... ზოგჯერ დგება წაგების ჯერი...თავში უხლიათ ეს ქონებაც, ეს არქონებაც,დაე იცოცხლონ, დაე მოკვდნენ ათას წლის მერე!ისეთი გარჯით ირჯებიან, რომ გეგონება,თეორიები ამოიცნეს ობრი დე გრეის...
რა დროს შიშია, რა დროს ძრწოლა და უძრაობა,როცა გველიან ტიტანები ველზე ფლეგრეის?!მოვიმიზეზოთ ჯონი უოლკერ, ვთქვათ - უდროობა,არ დაიჯერო, რომ დროს ვუსწრებთ, რომ ჯერ ადრეა!მესსაზე სხვაბმა იარონ და... იდაყვზე კბენითაღსარებისთვის, ტაძრებია და პადრეები...ჩვენ კი წავიდეთ, ისე როგორც ჯენტლმენებს შვენით,(და ნუ იდარდებ, არ დავრჩებით ბედთან ვალებში)პროტესტის ნიშნად ჩავიდინოთ თუნდაც მკვლელობა,და ღმერთს ჩავხედოთ თავხედური მზერით თვალებში, -იქნებ როგორმე გაამართლოს მოუცლელობა...ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი