↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

Heureka

საჯაია გიორგი

2026-07-182 წთ საკითხავი17543 ნახვა

—
ევრიკა! ღმერთი! - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი...და არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,რომ რა ხანია ყველა პასუხს კითხვა მოარგედა რა ხანია გაუვიდა სამყაროს ვადა.
და რახანია ვადაგასულ ვენებში, მეჩხერ,თერთმეტი ათას ხუთას ოცჯერ ნახმარი შპრიცით,ყოველდღე ათ ხაზ სისხლში აჭრილ რეგოლიტს იჩხერ,რომ რამდენადმე საკუთარ თავს საშველი მისცე
და ტვინში თითი მიაჭირო ღილაკს - "რესეტი",რომ წუთით მაინც დაივიწყო, ყველა ის ბავშვი,რომელიც მოკლეს... მიაფურთხო: სულელ პრეზიდენტს,მართლმადიდებელ მშობელთა და ყველა მისთ. კავშირს,
გასასხვისებლად გამზადებულ მაჩაბლის ცამეტს,დიდი რვიანის, (შვიდიანის, თუ პლიუს-მინუს),ყველა რიგით და რიგგარეშე სხდომას თუ სამიტს,ატიპიური ეიჩ ხუთი ენ ერთის ვირუსს
და მასთან ბრძოლის პრევენციულ ზომას – კარანტინს...ოჯახს, რომელსაც უყვარხარ და ყოველთვის გიგებს,ოთახს, რომელშიც: ჭერს, იატაკს, კედლებს, კარადებსსკამებს, მაგიდებს, დანა-ჩანგლებს, თეფშებს და ჭიქებს,
ტელევიზორებს, რადიოებს, ჟურნალ-გაზეთებს,წიგნებს, რვეულებს, ხელნაწერებს - დედაბუდიან-ყველაფრიანად, სტაცო ხელი, როგორც ასეთი,და ჩაუძახო - თავის ფეხით სადაც დადიან!
და ყველაფერი დაიკიდო, გარდა კუსტარულწესით ჩაკემსილ ნატყვიარის, სამყაროს ტორსში,რომელაც თორმეტ კალიბრიან თვალებს უშტერებდა რომლის იქით არის რაღაც, სახელად - "მორჩა"...
და რა ხანია გაუვიდა შენახვის ვადასამყაროს! მეტიც: ყველა პასუხს კითხვა მოარგედა არაფერი აღარ გრჩება შეგრძნების გარდა,რომ ღმერთი... ღმერთი - რა თქმა უნდა, ჩემო გიორგი!
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი