პოეზია · ლირიკა
ანანურთან
(მინი-პიესა, შენთვის)
ციხის გალავანზე ჩამომჯდარა შემოდგომა,ყვითელი, როგორც მოლაღური.შავი არაგვის თეთრ არაგვთან შერთვისდა შეუმდგარი სიყვარულის საღამოა.
მე:- ესეც არ იყოს, პოეზია ყველაფერს აიტანს,მით უფრო - თუ ლექსი პიესაა,და ყველას მოინელებს,ყველა შენნაირ მუჰამედს და იესოს,და ჩემნაირ ბელიარს და შაითანს.
ვალერი ბრიუსოვის პორტრეტს ხატავს ვრუბელი,ხოლო ღრუბელმა, ფეხთან ერთად, კისერიც მოიტეხა."მოდი-ნახე", აქ, აბა, რა მოსატანია?!
ვრუბელი:- შემართულია ფეხზე ჩახმახი.
ანანურის ეზოში, სამფეხა ტაბლას ვუსხედვართმე და ჩემი ძველი ნაცნობი - ტაქსისტი მორდეხაი -ციტადელს ვამაგრებთ დოქი ღვინით,დედას პურით და ქვებზე დარჩენილი კალმახით(ვრუბელი ისევ ბრიუსოვს ხატავს)და ლექსის ქოქოლას ვაყრით არაგვის ხეობას.
მე:- მეტის ღირსი ხარ კაცი,"ამ ჩემს ირმის ფეხებს"-ო, ქალი რომ გეტყვის!უნდა წახვიდე და იმ ათასივით დალიო სული...
მორდეხაი:- ან ეს "ირმის ფეხება გოგოები"რა ჯანდაბაა, დაგენაცვლე?!რომელი კენტავრები ჩვენ ვართ, ღმერთი, რჯული...
აგრილდა.ვრუბელი ახლა თამარს ხატავს.
მე:- თუ ძმა ხარ, მაგას ბრიუსოვის პიჯაკი მოახურე,სუსტია მაინც, ყვითელია, როგორც მოლაღური.