↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მე ვუმღეროდი ნოემბრის ფოთლებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
ვ. ჰიუგო:მე ვუმღეროდი ნოემბრის ფოთლებს,ზეცას, მოფენილს მწკრივით წეროთი.იმ შინაგან ხმებს, შუქებს და ლანდებს,იმ შებინდებას მე ვუმღეროდი.მე მითქვამს ყველგან, მე მითქვამს ასჯერ,Notr-Dame De Pari - და კვაზიმოდო,უკანასკნელი დღე დასასჯელისგულგამგმირავი მის ხმაში კრთოდა.ნაპოლეონი იყო პატარა,მაგრამ მრავალი და ათასფერი,რომანტიული აიტატა რაქვეყნის ლეგენდა და აგასფერი.მე მენესტრელი ვიყავ რიგების,მე მოქადაგე ვიყავ იქამდის,წყნარი სინათლის და შერიგების,და არა ბრძოლის და ბარიკადის.
ტ. გოტიე:ხმა შეშლილი და გადარეული,აი, რომ იყოს, გვინდა, ზღაპარი,ერთია ლექსის ხმა არეულიდა შეშლილების თავშესაფარი.
მოასხით ჯოგი მეტაფორების,ჰიპერბოლებიც, როგორც წესია,ხმა რაც მეტია ამთაგორებისდა გადარევის - უმჯობესია.
ბოდლერი: ესეა.ვერლენი: წესია.რემბო: უმჯობესია!სხვები: ესეა, ესეა, ესეა!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი