↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მე გულ-აღმა დავემხვე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
მე გულ-აღმა დავემხვე ამწვანებულ მდელოზე,ტოტ-გაშლილმა ტირიფმა ჩრდილი გადამაფარა,ფრინველთ გუნდი მღეროდა მწვანე სამფლობელოზე,არ სცხრებოდა ჭრიჭინა, არც კალია პატარა.ტოტთა შუა ელვარე ცისა სჩანდა ნაფლეთი,ვუცქეროდი უმიზნოდ, ფიქრით გატაცებული,სახეზე მეცემოდა ხით მოკვეთილი წვეთი,განმკურნებელი გრძნებით შესვრილი, ავსებული.გულს ისევე ეწვია სიმშვიდე და დატკბობა,ისევ აღსდგა სიცოცხლე, ცრემლზე უსიამესი,რაც წამართვა ცხოვრებამ შემაერთები გრძნობა,მას ისევე მაძლევდა ლაღ ბუნების ალერსი.დავივიწყე ცხოვრების უჟამური ტრიალი,დავივიწყე მეგობართ მძულვარება და შური,დავივიწყე სიცოცხლის ზღვაზე ტალღათ გრიალი,ფიქრი მათი დამწველი, ქცევა მათი გველური.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი