პოეზია · ლირიკა
მინარეთი ეგერში
მგონია, კვამლის მაღალი სვეტიგაქვავდა-მეთქი,ეგერში ისე ჩანს მინარეთი.
იმისი ჩრდილი მძიმე და სქელი,როგორც ძახილი უკანასკნელი,არავის ესმის, არავის ელის.იქით კი, მაღალ ციხის ნანგრევში,ძვლებზე ნალესი, ცეცხლში ნაგეშივიცანი ხმალი...
სწორედ იმ ხმალმა რამდენი წლის წინშეღება ჩემი წინაპრის სისხლითაჭარისწყალი.
და მაინც მომწონს ეგერში მდგარიგაქვავებული ძველი ხანძარი,რომელსაც ხალხი ჯიუტად უვლის;ამით ის ტკივილს გვახსენებს ყველას,ამით ამაგრებს თავისუფლებისსურვილს და წყურვილს.
1967