პოეზია · ლირიკა
წერილი დედას
დავტოვე სოფელი,მყუდრო სამყოფელი,ქვიტკირის მარნებიდა კატის კნუტები-სიმინდის ყანა!ჰა! კინტოს პროფილი,საეჭვო ტარნები,და დავიკუნტებიქალაქის ქუჩებში მე- სალახანა.
ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!მზის განიავება,კალო და კევრიდა სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.
იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,როცა გაიხარა, რომ მეჭრებოდა პირველი კბილი;
როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავიდა ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,ვით თვალის უპე - როცა არ მახურავს ღამეში საბანი.
დედა! ინახულეშენ წმინდა ხახული!წადი ფეხშიშველი,ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია,ღმერთო! აპატიე-მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,მისთვის, რომ ჩემს გულშიდაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.