პოეზია · ლირიკა
წითელი ხარი
წითელი ხარის ნაძოვზებალახი აღარ ამოდის - ნაცეცხლარი.ხალხურისიმბოლიკა
ყვითელი რქებითწითელი ხარი,ცხელი და ჩქარი,ვადიდოთ ქებით.
ცეცხლიან ყვავილებში მოჩვენება წითელიცხელი ცახცახით ელისრომ ქვეყნის ამღერებაიქნება მზის ნადიმი შუადღის მშვენიერება.
გაგიჟდება ალით მხარე. ცისკენ მიჰქრის კვნესით ხარი,მიწა რქებით მონათხარი ნაკვერცხლებად სცვივა ჰაერს.ხარის ლანდი გაჩნდა ტევრში. ზღვა აღარ ჩანს ოქროს ტვერში.მიწის ლოცვა აქ ფრთას ვერ შლის,ვერ შლის სურვილს ათასნაირს.
ხარსა ხარი მისდევს მზესთან,ვინ დაითვლის წითელ ხარებს?ჰაერს ფრთები აუკვნესია.ყველა მზისკენ! ყველა მზეში! მიწა ვეღარ გაგვახარებს?
ქვეყნის,ცეცხლი რკალში სახლობს,ის, რაც ცოცხალს შავად ახმობს,რაც ტყეებს დასანგრევადცხელ ზაფხულში ჩვენსკენ ილტვის,სანადიმოდ მოსაწვევადჩვენ გვიგზავნის წითელ სიკვდილს.
და მზის ცხოველს, ყვითელ რქებითქვეყნად ცეცხლის ფრთით რომ დადის,ჩვენ ვადიდებთ წმინდა ქებითდა ვეჩქარით ალურ ნადიმს.