↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თუშეთს თუშეთზე ნათქვამი

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6064 ნახვა

—
რამ დააბედა მთებს სიმარტოვემთებს ესრე დგომა რამ შამასწერა?თუშებმ თუშეთი მარტო დატოვესდა დღეს სიჩუმე დადის მთა-წვერად.
მინელდა ჩქამი ფარსმას,შენაქოს,გორ-გურებს ყორნის ჩრდილი დაჰყვება,მაგრამ სხვა თესლი იქ არ გენახოს,არ გახდეს სხვათა ხელმოსაყრელად.
აქ მყუდროებას ახლა რა უნდა,ეს კვალი თუა მთათა სატკივრის?მკლავძლიერთადა გმირთა საბუდარსნუთუ შემოსწყრა დედა ადგილის?ო,არ თქვათ,არა!მე ჩემსას არ ვთმობ,შიშ-ელდას გულში ნუ მიდებთ ნაღმად,ჩემი ისევ ეღო და დართლო,ჩემის ისევ წოვა და ჩაღმა.
მე მამაპაპურს არაფერს ვკარგავ,გული და ფიქრი ნურვის უფრთხება,ღამისთევაში მიმავალ ჯვარ-კაცს,ისევ მიჰყვება ლოცვა-კურთხევა!
ისევ ჩაებმის ბანზე ფერხისა,მტები რომ შეძრას ხმამ ვაჟკაცურმა....ისეთ ვაჟი ას ზოგ-ზოგ,ღმერთისამ,ქვა რო აიღას,მჯიღში გაწურავს!...
ჯერ არ დამშრალა ჩუხჩუხა წყარო,არ ჩასწყდომია ჩქამი ანკარას.ის ღმერთი კვლავამაც გფარავთ და გწყალობთ,თუშნო,ალვანს რომ დაგასახლკარათ.
დე,ყველა ჭერქვეშ ღვიოდეს ცეცხლიდა გამხნევებდეთ სუნთქვა მთებისა,ნუმც მეგეშლებათ გატანა ერცხვის,თუშებო,თქვენის გამარჯვებისა!
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი