↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი ხუმარა თურმანაულს

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6041 ნახვა

—
არაგვზე შემომეყარე,ხუმარავ, თურმანაულო,საცა დევების გზა გადის,საცა ჩანჩქერი ხმაურობს,ჯიხვი-ხარლაღი საცა დგასხოროთა საყარაულოდ.
ამოჰყევ საარაგვოსაკაცი მოლაშქრის ზავთითა,ფშაველმან ფშავის ხევისკენგადმოიარე ათი მთა,თითქოს ორბებმა იყივლეს,თითქოს არაგვი ადიდდა.
თითქოს ცამ დააგრაგანა,წვერები იძრნენ მთანანი,ყორეზე ჩამოჟღარუნდესდავითფერულის ვადანი,ბახტრივნით ჯარი ბრუნდებამოუძღვი, როგორც სარდალი.
თითქოს სანუკვარ მამულ-წყალსშენც მათთან ერთად იცავდი,თითქოს უბეში გიყრიანლაშარგორულნი მიწანი,გაიგო ფშავ-ხევსურეთმათურმანაული ვინ არი!
ხუმარავ, ე საქართველოშენ ხარ და შენისთანები,შენაირთ მოსავლელიასათიბები და ყანები,შენნაირთ უნდა დარეკონლაშარის გორზე ზარები.
ვეძებ შენს სამყოფ-სამკვიდროს,შენი კაცობით მადლიანს,ხან მოგიკითხე ქედებში,ხან უკანფშავს დავდივარ,ბიძას დაგეძებ ძმისწული,შენდ შამღერნება მწადია!
თვალყურითა ვარ ძალიან,არაგვს რომ ავუვლ-ჩავუვლი,დამწყალობნება მგონიალაშარს ნათქომი "ფშაური",ნუმც მოიშლება არაგვზეკაი ვაჟების ხმაური!
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი