↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჯიხვების ლხინი

არაბული მინდია

2005-11-121 წთ საკითხავი6043 ნახვა

—
მზის თვალმა მოჰკრა არხოტის მთას,ხადუს ნისლები აიყარა,ნისლებს ლემადე დაეწია,ქარაფში წამააწკმუტუნა.
ნიავი დეკებს დასთამაშებს,ქუჩი სისინებს ძირჩამხდარი,ჯიხვები ქვიშას აჩქამებენ,ხოროთ მოგალეს ბისნით თავი,
ნისლები აუფარებიათ,ზევით და ქვევით დაჰყვებიან.არხოტიონო,შენს სამკვიდროსდილა-წუხრობით დარაჯობენ,
კარგა ხანია,გცნობენ ჯიხვნი,მოწმენი შენი ჭირ-ლხინისა,შენსავით კლდეთა ბინადარნი.გრძნობენ,რომ თეთრი გაგერია,მთებზე რომ გული აიყარე,რომ იკლო მოხნულ-მოთიბულმა,ამ სიყმეშეკლულ საჯიხვეებსმხარი რომ უნდა გააყარო,ჯიხვნი ლხინობენ საჯიხვეში,ქვიშას ხშირდახშირ აჩქამებენ...ახლა კი მართლა დავიჯერე,ჯიხვთა იღბალი მოგერია,მათი გულისა მოგივიდა,მალე აგყრიან ადგილიდან,იბალახებენ შენს მამულშიჯიხვები-ჭაუხთ ბინადარნი....
არაბული მინდია

არაბული მინდია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი