↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თბილისო, დედავ!

ბოლქვაძე ზაურ

2011-09-121 წთ საკითხავი11108 ნახვა

—
მე სასიცოცხლოდ შენი თბილი გული მაქეზებს,შენი მთაწმინდა ცას უყვება ღვთაებრივ ზღაპარს...სად არის სხვაგან საფლავები ამ სიმაღლეზედა უკვდავება ასე ძნელი სად არის სხვაგან?!
როცა მე ვეღარ დავინახე, რასაც დღეს ვხედავ,როცა მოვკვდები, შენს მიწაში ჩავიძირები,შენ თოკებივით მომაშველე ფესვები ხეთა,ამომიყვანე, ამასუნთქე არ დაძინებით!..
თუ არ და... გულში ჩამიხუტე, სისხლი და ხორციძალას და ღონეს შემიმატე გამზრდელი მიწის...ჩააზნექინე პატარა და უძეგლო ბორცვიდაცვენილ ფოთლებს, თოვლის ფიფქების,ყვავილთა სიცილს!
მე სასიცოცხლოდ შენი თბილი გული მქეზებს,შენი მთაწმინდა ცას უყვება ღვთაებრივ ზღაპარს...სად არის სხვაგან საფლავები ამ სიმაღლეზედა უკვდავება ასე ძნელი სად არის სხვაგან?!

ბოლქვაძე ზაურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი