პოეზია · ლირიკა
დიდედა
ფანჯრის რაფაზე გრილდება სურა,შუაღამეა და შუა ცეცხლი;მე ბამბის თხელი საბანი მხურავს,შენ _ სანთლის ჩრდილი და ჟამთა ვერცხლი.ჩვენს სარკმელს _ ცუდად დაკიდულ სურათს, _პატარა სარკმელს, არ ჰყოფნის შუქი,და მე მგონია, არ არის სულაცშენი სიბერე ძნელი და უქმი.შუაღამეა... და ჩემ წილ ზღაპრებსდაფურცლულ წიგნში ჩააწვენ თბილად,ვით ქვევრებს ხაპი, ვეება ხაპი,თალხ ფერებს ისე ამოსცლის დილა,სხივი გადაჭრის შუაზე ხევებსდა როცა შარას ოქროთი დაბანს,ბალახის ფერი მოჰყვება ხელებს,მინდვრის სურნელი _ შენს ბებრულ კაბას...როგორც ძველისძველ და ძვირფას ფრესკებს,შენც გემატება წლები და ბზარი,მაინც ღიმილით მოდიხარ ჩემკენდა იცი ყოფნის ტკბილიც და მწარეც...1966