პოეზია · ლირიკა
*** "ხელთა მაქვს შენი ნანატრი წიგნი"
ხელთა მაქვს შენი ნანატრი წიგნი,შენი ტკივილი _ თარგმნილი ლექსად;გამომწყვდეული ფურცლების შიგნითდამწვარი მზე და დათვლილი კვნესა.და ახლა ხსოვნის კედლები იშრობსჩქამს _ გამოღწეულს შენი ფეხისასდა ვეფერები შენს ობოლ პირმშოს,რომლის დანახვაც აღარ გეღირსა.სიცოცხლე _ პეშვის ერთი ამოსმა,რა დიდ წყურვილად უჯდებათ გულებს...შენი ლექსების წიგნად გამოსვლასშენი სიკვდილი უნდოდა თურმე.