↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მზე

გაბური ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი1205 ნახვა

—
ცოტა ხანს კიდევ მინათებჩემი სამზეოს დასტურად,მერე ვიკმარებ დილამდეამ წუთისოფლის სამდურავს.მერე ცას _ მზერა გადახდილსსიცოცხლის სასჯელს შევურევდა იშრიალებს ბალახი _ჩემი აქ ყოფნის მეურვე.და ვიდრე გადაიგორებშორი თვალების ყინულზე _ცივ ხელებს და მჭლე სტრიქონებსშენი მზეობის მიუზღე.შენით ნანატრი დღე ვიცან,გზა ვიცან _ გადასარჩენი...მიხვალ, მოგყვება ჩემი ცა _ბოლო ოცნების ნარჩენი.გაყრის წვა უნდა მაჩვენონასისხლი მწუხრის ბაგეთი.მერე პირს შეკრავ საჩემოს,მე გზას შევრჩები შავეთის.უფრო თვალებში დაგეძებ,რამეთუ ყოფნის სვე მრუდობს.შენს პირს შესთაფლდეს რაც შევძელ,რაც ვერა _ ღმერთმა შეუნდოს.შენით ნუგეში თავს მედგაჩასაფერფლ-ჩასაკრეფელადდა გულს უვლიდი გარედანმზე _ დამზრალ სულის პეპელა.რა ქვას ათბობდა დღე ჩემი,რა მისაბრუნი მიკურთხე.შენ სააქაოს შერჩები,მე _ საიქიოს ვიკუთვნებ.ღამეს აუწყავ თვალებითლოდინის წილად ჩრდილოელს.წახვალ... მთებს მიეფარები,საღამოც დამიგრილოებს.ჯერ კი _ სხივს აბამ გვიანდელს,ვაჟღერებ შენს ტანს ფანდურად...მერე ვიკმარებ დილამდეამ წუთისოფლის სამდურავს.

გაბური ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი