↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღაპრის მზე

ჩიკვილაძე მარი

2025-02-131 წთ საკითხავი7027 ნახვა

—
მე გაზაფხულის ჩანაფიქრი ვარ,ერთი სამყაროს ერთი პოეტი,რადგან უჩემოდ არავინ არ ხარ,შენთან მოვედი, ციდან, სწორედ იმ
ციდან, რომელიც მიყვარს და მათბობს,რომელიც ლამაზ სასწაულს ახდენს,მხოლოდ ჩემთვის და ისე ლამაზად,ოცნებაშიც ვერ ვბედავდი ამდენს.
და დავიბადეთ ერთად მე და შენ,ჩვენი ხელები ერთად თბებიან,როცა მზის სხივი ზღაპარს გვიამბობს,ამ ზღაპრის შუქზე, ზღაპრის მზე მქვია.
როცა ვიძინებთ ზეცას გვინათებს,სიზმრების ელვა, ბრძანება ზევსის,შენ სამუდამოდ დაგკარგა იმან,მე სამუდამოდ გიპოვე ჩემთვის.
ჩიკვილაძე მარი

ჩიკვილაძე მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი