↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფედერიკო გარსია ლორკა

ჭილაძე ოთარ

2006-04-131 წთ საკითხავი25568 ნახვა

—
გზიდან გადუხვევს მაღალი ბოშა,ცხენს გამოხსნის და მოიფხანს კეფასჭრიალებს ღერძი. ძაღლები ყეფენდა შორს გრანადის სამრეკლო მოჩანს.
რა საყვარელი ყოფილა თურმემდინარის პირას პატარა სერი.მდინარის პირას ისვენებს სერიდა აჩერებენ ბევშვები ურმებს.
და ხელს იჩრდილებს ხესთან ირინე –(ვიღაც მხედარი ღიღინებს მთაში)ფორთოხალს ჭამს და იცინის ბავშვიდა ყვირის: ირინე...ირინე...
მდინარე არის მკრთალი და ცივი,მკრთალი და ცივი და სულმთლად ღია.და როგორც მიზანს ამცდარი ტყვია,მინდვრების ქარი ყურებში წივის.1957წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი