პოეზია · ლირიკა
ფიქრს შეუძლია
ფიქრს შეუძლია ყველაფერს მისწვდეს,მაგრამ ვერაფერს ვერ შეცვლის იგიდა ახლაც მთვარეს მგელივით მისდევს,როგორც მთებს აქეთ, ისე მთებს იქით.
მე ჩემი წილი ყვითელი მთვარეჩამოვაფარე ფანჯრებს ფარდებად...და ისევ რაღაც იწყება გარეთ,ოთახში ისევ რაღაც მთავრდება.1963წ