↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აბა, რაა ეს?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
მტერი მტარვალთაწესწყობილების,„ინტერნაციონალი“-სდიდი ავტორი -ეჟენ პოტიეებრძოდა რა ბნელს,მან ერთ თავის ლექსსდაარქვა „მძორი“:„აი, აქ გდია დამპალი ლეში,ბუდე ყოველგვარ საშინელ შმორის,მატლები ფუსფუსს იწყებენ მტლეშიკანონით კუთვნილ ნაწლავებს შორის.დამფასებელი გემრიელ მძორის.ყოველი მატლი ჩავარდა დღეში!ავსწი ფიწალით და ვუშვი ღრეში,ზიზღმა - რა აკლდა, არ გამაგორა.მაშინ ამ ნეხვში, ასვრილში თიხით,მატლმა კვამლივით იწია რიხით,და აზრიალდა ერთხმად: ჰა-მეთქი!პატივი ეცით საკუთრებას, წესს...თუ ამა ქვეყნის გსურთ ააფეთქოთმყარნი ფუძენი? აბა რაა ეს“?მთელი მსოფლიოიმეორებს დღეს:აბა რაა ეს?აბა რას გავს ეს?მაგრამ ავტორი„ინტერნაციონალი“-სგრძნობდა, რომ წავაასე რეფლექსი.შრომის მავალითავისუფლებაწინასწარ იგრძნო;აი, ეს ლექსი:„კოლოსი ხალხთ წინ წადგა რისხვითა,დიდკაცებს, მოგვებს ეცვალათ ფერი.ყველას აწვალებს საკითხი: მტერი!ყველა კანკალებს: ო, აიწყვიტა!შრომამ თავის გზა გადაიწყვიტა,ყველაფერს, იგი, ფოლადათ მცქერიასწონ-დასწონის. არ გაიცვითა,ყოფილა მონა, ახლა ძლიერი!ის ამბობს: კმარა, თუ ედემიამთელი მსოფლიო, იგი ჩემია!ჩემი სასმისით სხვას მოლხენია.მრისხანე ლანდო! გვწვავს შენი თვალი,გაანაწილო, გსურს, კაპიტალი?- „რა გავყო? არა! ეს სულ ჩვენია!“და იმეორებსკლასის გენია:- გავანაწილოთ?არა, ჩვენია!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი