↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აბისინელი ჯარისკაცი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ორნი ძმანი ვიყავით,მე მჯობნიდა პირველი,სიმამაცით, გატანით,შრომით გასაკვირველი.მე ვიყავი კეთილი,ის - სხვა სულისკვეთების,მკაცრად ჩამოკვეთილი,რისხვა მძლავრი ქედების.ძმა წამართვა ზუზუნმამომხდურ მტერთა ტყვიების,აწ გულს ცეცხლად ედებაგრძნობა შურისძიების.ვისიც სისხლის დალევისსურვილი მაქვს ძლიერი,მხეცი, დაუნდობელიარის იტალიელი.დაიღუპა ჩემი ძმა,სოფლებსა და სადგურებსცეცხლი უფრო და უფროლეწავს და ანადგურებს.ბრძოლა თუნდაც გათავდეს,ვინ რომელს გაასვენებს,მე კი სისხლის აღებისფიქრი არ მომასვენებს.მე დროს ვუცდი შესაფერს,ის დროც მალე დადგება,ჩემი თოფ-იარაღიმაშინ გამომადგება.დაიღუპა ჩემი ძმა,ცა მას ცრემლებს აპკურებს,სისხლიანი გრიგალისამშობლოს ანადგურებს.ვისიც სისხლის დალევისსურვილი მაქვს ძლიერი -მტერი, დაუნდობელი,არის იტალიელი.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი