↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უძილობა

ჭილაძე ოთარ

2013-04-132 წთ საკითხავი24054 ნახვა

—
ბნელოდა. თუმცა უჩინარს ცაზეუკვე ჩნდებოდა რძისფერი ბზარი,ხოლო იმ ბზარში,როგორც ხაფანგში,ღრუბლები დონდლო კიდურებს ყოფდნენ.ეს კი ნიშნავდა, რომ თენდებოდა,რომ ერთხელ კიდევ ტოვებდა ღამემხოლოდ თავისთვის შექმნილ ასპარეზსდა მე ვიფიქრე, რომ უსათუოდგაგაგონებდი ჩემს ხმას და სათქმელს,თუკი ახლავე მივატოვებდიამ ერთფეროვან და მძიმე კედლებს.მე ალალბედზე გავყევი ქუჩებს.ჯერ კიდევ ეპყრა ქუჩები ღამეს.მაგრამ მომავალ მზეს და სინათლესმისი სხეული გაეხრწნა უკვე.და იშლებოდა ღამის სხეულიდა ნაწილ–ნაწილ ეკიდა ხეებს,როგორც ვეშაპის აქნილი მძორი,ხოლო იმ მძორის პირქუში ჩრდილიქუჩებში იდგა,ვით სისხლის გუბე.მე მივდიოდი და დილის ნესტისველი ხელებით მისრესდა სახესდა ამის გამო ჩემი ფიქრებიადგილს უთმობდნენ სიცარიელეს.და გრძნობისაგან მთლად განტვირთული,უკვე გავცილდი ქალაქის კედლებს,უკვე ცაც ჩანდა და რომელიღაცთეთრი მწვერვალიც, ხოლო მის თავზეღრუბლების ჯოგი, ჩემს დასანახად,ათასნაირად იცვლიდა სახეს.მეც მივდიოდი,როგორც ღრუბელი,თავისუფალი და ცარიელი.ან უფრო სწორად, ჩემი ფიტულისადღაც მიჰქონდათ უჩინარ ძალებს.და შემეშინდა, რადგან ვიგრძენი,რომ ამ უაზრო სვლის საფასურადვკარგავდი ვნებით შემკრთალ ღამეებსდა ჩემს სარკმლიდან დანახულ მთვარეს.ვკარგავდი ძებნის და მოლოდინისდა განშორების მტანჯველ უფლებებსდა ჭრილობასაც, რომელიც დღემდემინათებს სულის იდუმალ კიბეს.
მე მოვტრიალდი და ხეებს შორისთვალი წააწყდა ქალაქის კედელს,ხოლო ქარხნების ჯიუტი კვამლიკვლავ უსასრულოდ ილტვოდა ცისკენ.1967წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი