↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყვარულის მდინარე

ჭილაძე ოთარ

2006-04-131 წთ საკითხავი25568 ნახვა

—
აღარ დამაცდის, მოვითქვა სულიან მოვიმაგრო ფეხი მიწაზედა ვიდრე პეშვით მოვიკლავ წყურვილს,ამატივტივებს და გამიტაცებს.
დამედევნება წივილით ქარი,გამებლანდება ფეხებში ჩქერი,დამეკარგება ფიქრი და კვალი,ამიჭრელდება თვალი და ჭერი.
ბოლოს თევზივით შევრჩები რიყეს,დალეწილი და დაღლილი ძლიერ,თითქოს მშფოთვარე სიზმარი იყოდა აუხდენელ ოცნებას ვსდიე...
და აი, ბოლოს რიყეზე დავრჩიდა ვგრძნობ როგორი უმწეო ვიყავ,როგორც ქალაქში სოფლელი ბავშვი,როგორც მძერწავის თითებში თიხა.
მაგრამ ამ ქროლვას დღემდე ვიგონებ,ქვის მოთმინებით ვიცდი და ვიცი,რომ თუკი ისევ ჩამოიქროლებს,მეც ერთი ტალღა გავხდები მისი.1955წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი