პოეზია · ლირიკა
სიყვარული
ზამთარმა ცივმა და შემპარავმა,მომისია კვლავ თეთრი ფიფქებიდა კვლავ მიყვარხარ, თუმცა არა ვარდა კვლავ მიყვარხარ, თუმცა არა ვარის, რაც ვიყავი ანდა ვიქნები
და იქნებ ჯობდეს, გაიხსნას ფრჩხილი,გველმა და ენამ აიძროს ლუქი,ბოლო უჯრამდე შეივსოს ცხრილი,ბოლო კუნჭულსაც მიადგეს შუქი.
იქნებ გვჭირდება მესამე კაცი,მსაჯულისა თუ მკურნალის მსგავსი,ამ მტანჯველ გრძნობას რომ დასდოს ღვაწლიდა მისცეს სახეც, სახელიც... ფასიც.
იქნებ ფერფლია და არა ღველფი?იქნებ ლოდია და არა სვეტი?იქნებ მსხვერპლია და არა კერპი?ბედისწერაა და არა ბედი!
არ გამოჩნდებაიგი გარედან,მაგრამ არსებობს, უტყვი და ურჩი,როგორც ფორმულა ან მარგალიტიგამომწყვდეული ცეცხლგამძლე ყუთში.
განწირულია ის გრძნობა ვიცი,მუცლიდან დაჰყვა გიჟის ხალათი,მისთვის უცხოა ვალი და ფიცი,რადგან არ იცის რაა ღალატი,
ჩვეულებრივი ტანჯვით და ვნებით,ვერ იბოგინებს ამ ქვეყნად იგი,რადგან მთრთოლვარე და ვრცელი ფრთებიაპატარავებს ყველაფერს ირგვლივ.
მაინც ისაა გზაც და ჭაპანიცდა გვერდით მიწევს მეძვის ტოტივით,სანამ მახურავს ცხელი საბანიგაურკვევლობის და მოლოდინის.
1971