პოეზია · ლირიკა
მეკითხებიან - რას აკეთებ?
მეკითხებიან:- რას აკეთებ?- ვუსაქმურობ.- მერე?- ვწერ.- მერე?- ვიწერ რედაქციისთვის, ვაბეჭდინებ თუ დაბეჭდეს.- მერე?- გამომაქვს ჰონორარი.- მერე?- ციკლი იწყება ახლიდან.
[1957 წლის შემოდგომა]
შენიშვნები
ამ ჩანახატის ადგილი ქრონოლოგიურ ჩარჩოში მიახლოებითაა დადგენილი (იხილე შენიშვნა წინა მოთხრობისათვის).ჩანახატი გამოუქვეყნებელია.