↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვაჟას არწივი

უძილაური ელგუჯა

2026-07-181 წთ საკითხავი6831 ნახვა

—
მე ისევ მინდა ლექსის თქმა,გულს გავალაღებ ტანჯულსა.ჩონგურის ხმაზე ვამღერებჩემი გონების ნაჟურსა.ლექსობას ვერარ დავეხსენტურფა ქალივით მაცდურსა,ტყვედქმნილი პოეზიისავგევივარ ხელფეხშაკრულსა.ლექსს ვიტყვი, თორე იტყვიან :დუშმანს აუხდა სიზმარი,ფშავლებს მაუკვდა ვაჟაიჩარგლით მზედამამდინარი.და დღესდღეობით ფშავშიალექსის მთქმელ აღარვინ არის.მტერო, იცოდე, ფუჭიაეგ შენი ნაოცნებარი.ვერას დააკლებს ვაჟასასიკვდილი ავის მყეფარი.ისევ მხრებსა შლის, მავარდობსვაჟა-ფშაველას არწივი,შიშის ზარსა სცემს ყორნებსა,ომახიანად გაჰყივის.
უძილაური ელგუჯა

უძილაური ელგუჯა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი