პოეზია · ლირიკა
ვერსად გპოვე
ქარაფ-ქარაფ, ქართან ერთად,უკვალავი გზებია,ვჭყაპუნობდი, მიმოვქროდიჩემი ლურჯა ცხენითა.დაგეძებდი, მოგიხმობდიჩანჩქერების ქნარითა,შენი სახე ცის კიდესთანინთებოდა მთვარითა.რად არ მოხველ, გაგითბობდიმხრებს ლეკური ნაბდითა,ღამის ლანდებს სიყვარულზევამღერებდი ქნარითა.ვერსად გპოვე, შენს ძებნაშისიჭაბუკე წავიდა,ხელმოცარულ მხედარს ვგევარყრმობის დღეთა ზღაპრიდან.