↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვაჟა

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52774 ნახვა

—
ცრემლო, პოეტის თვალის მომწველო,შენ მეც მინათებ და მეცხუნები,ააყვავილე სულ სხვა ლოცვებითგადაბუგული ჩვენი გულები.
აჭარას, შავშეთს, იმერხევს, ტაოს,იმათ ტაძართა შუბლებს დაკოდილთ,ვაჟას თვალივით, დღეს სამუდამოდა უსაშველო ცრემლი ჩამოსდით.
მიყვარს პოეტის ცრემლი, ვმდიდრდებიდა ვგრძნობ საკუთარ ძალას იმოდენს,ყოველდღე ვკვდები, იმ ძველ სამკვიდროსლექსი ქართული რომ ზეიმობდეს.
ამას ფშაველა უკეთ იტყოდა...მეც ჩემს პატარა რვეულს გადავშლი,რომ დავიძახო ის, რაც მინდოდა,აქ, _ ვაჟას ცრემლით მორწყულ ჩარგალში.
1987
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი