↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მინდა

ცუცქირიძე ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი3638 ნახვა

—
ხომ ვერ მეტყვით, როდის მოვა
ახალი წლის დილა?
თოვლის თეთრი ფანტელები
უკვე ცვივა ციდან.
რა ხანია, ბებო მიქსოვს
უზარმაზარ წინდას,
თოვლის ბაბუმ საჩუქრები
რომ ჩამიდოს, მინდა.
მინდა ბარბი თავის სახლით,
დათუნია დრუნჩაც,
ნაირ-ნაირ თოჯინებზეც
არ ვიტყოდი უარს.
ამიტომაც მიქსოვს ბებო
საახალწლო წინდას,
საჩუქრებით რომ გაივსოს,მინდა, მინდა, მინდა!
ცუცქირიძე ლელა

ცუცქირიძე ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი