პოეზია · ლირიკა
მოქალაქე
მოგახსენებთ, რომ მე, მოქალაქე,თქვენი ქალაქის პატივცემული მაცხოვრებელი,ამა წლის ერთ დღეს, ჩემი სახლიდან გამოვედი,როგორც ყოველთვის.ქროდა ქარი, მზე ანათებდა,სავსე იყო პროსპექტი ხალხით,იდგნენ ხეები.
ზეაწეული, ხმელი ტოტებითხეები ჰგავდნენ ხელებაწეულ ადამიანებს.ერთ შემთხვევაში - მავედრებლებს,თითქოს წყალში იხრჩობოდნენ და შველას ითხოვდნენდა მეორე შემთხვევაში - ტყვედჩაბარებულ დამარცხებულებს.
მე არ მეცალა ხეებისთვის, სამსახურში ვაგვიანებდი.მზე ანათებდა, ქროდა ქარიდა არც ერთ ხეს, არც ერთი ტოტი არ ერხეოდა.ტოტებზე მშვიდად დგამდნენ ბუდეებსბუნკერებში დანაყრებული ჭილყვავები,დებდნენ კვერცხებს,კვერცხებიდან ბახალები იჩეკებოდნენ.ბახალები ტოტებს შორის იდგამდნენ ფრთებს დავარჯიშობდნენ, როგორ დაეკრათ ჯერ: კანტი-კუნტად, ჩუმი ტაში,მერე მქუხარე,მერე ხანგრძლივი,ბოლოს - ხანგრძლივი და მქუხარე.
ერთი ხანობა, გავიფიქრე:მოქალაქენო, მოიჭერით ხმელი ტოტები, რომლებზეც ზიხართ,დაყარეთ დაბლა, როგორც ხელებიდა თავს მიეცით უფლება, რომ იამაყოთ:პრესტიჟული სამსახურით, კარგი მანქანით,კარგი სახლით და აგარაკით,ევრორემონტით, ევროიმიჯით, ევროპიარით...ახალგაზრდა საყვარელით,ბებერი ცოლით,ყოველ საღამოს, დასაქოქი თოჯინასავით მომართული რომ გეუბნებათ:- მომეცი ფული ავეჯისთვის, სპა-სალონისთვის,ლიპოსაქცია-ბოტოქსისთვის,კერძო ბაღისთვის, სკოლისათვის, სამკაულისთვის...მომეცი ფული სექსისათვის, მოჩვენებითი სიყვარულისთვის...თქვენც მშვიდად იღებთ მოწყალებას ჯიბეებიდან ან საკრედიტო ბარათებიდანარა ქუჩის ბოლო კახპასთვის,არამედ სახლის და ოჯახის ბოლო ცოლისთვის.ნუ ნერვიულობთ, არავინ განგსჯით:ტოტები უკვე მოჭრილი გაქვთდა დაბლა ყრია.
...მაგრამ მე, ერთი რიგითი და კანონმორჩილი (აქ ხაზს ვუსვამ!)მოქალაქე ვარდა ფიქრის ისე მეშინია, როგორც ჭილყვავის,(ჰიჩკოკის ფილმის ფრინველები დამდევენ უკან).მეშინია, საერთოდ, ფრენის,უფრო საერთოდ: ხმელი ხეების,რომლებიც ჰგვანან უფრთო ფრინველებს.მეშინია მაღლა ახედვის დატროტუარზე თავჩაღუნული სიარული მირჩევნია.ასე, ადვილად ვამჩნევ წარწერას:”მიწაზე გადასვლა (როგორც ფრენა), აკრძალულია!”
მე, ყოველ დილით, როცა პროსპექტი სავსეა ხალხით,ჩემი სახლიდან გამოვდივარ,მზე ანათებს, ქრის ცივი ქარი.არ ვიმჩნევ ხეებს - ხელებაწეულთ,არ ვიმჩნევ ფიქრს და უფიქრობას,ჭილყვავებისგან ამოკორტნილ რუხი ღრუბლების ტრანსპარანტებსდა ამ და სხვათა მიზეზთა გამო,მოკრძალებით მოგახსენებთ:გთხოვთ, ამირჩიოთ საპატიო მოქალაქედ,მე - ქალაქის ღირსეული მაცხოვრებელი,რჩეული გვამი.