პოეზია · ლირიკა
ვარძია
ბევრი ითქვა, მაგრამ მეც მსურს,შენზე ლექსი და ოცნება,შენს საოცარ ქვაბულებშივინ გამოლევს საოცრებას!
ოსტატი რომ ლოდებს თლიდა,თითქოს მე მის მკლავებს ვუმზერ,თამარ მეფე თმოგვის მხრიდანადის მაღლა საფეხურზე.
ტახტზე ჯდება მეფე-ქალი,ამბობს: `აქ მტერს არ გაევლოს!~ღიმილით და მოკრძალებითლოცავს ახალ საქართველოს.
რაც შენ გნახე კლდე-ქალაქო,შენი მზე და შენი მთვარე, _რომ მიყვარდა საქართველო,ასჯერ მეტად შევიყვარე.
1948