↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეზია

ინგოროყვა ნატო

2026-07-181 წთ საკითხავი2553 ნახვა

—
გუშინ, სოფლის ორღობეში მორბენალიჩემი ფეხშიშველა სიყვარული,დღეს, ზღვის ნაპირს კენჭებისგან აღარიბებსდა ხელუკუღმა უბრუნებს მის უნაპირო თავდავიწყებას.ერთი იმედით, რომ სურვილები სარკმლის მინას დუმილად არ შემოახმებადა ოცნებები არ დარჩება ნახატი _ ორთქლით.შემხედე, თვალის უპეები ჩამოვიწიე,გაგიღე კარი და შემოგიშვი.ნუ, ნუ დაფრთხები, მანდ ტკივილები უფსკეროა.თუ ჩამივარდი, ხელს არაფრით არ ამოვისმევ.ნახე, ხელისგულებზე ბედის ხაზი გადავჭერიდა ახლა სისხლის ყველა უწვრილეს კაპილარში მოედინები.არ ჩამისახლდე უცხო სხეულად,ნუ გამომიხრავ ჩემი სისხლის წითელ ბურთულებს.არ გამითეთრდე, არ შემატოვო ცარიელ ფურცლებს.ნუ დაგამშვიდებს წიგნის თაროზე მომრავლებულიუცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონები.ჩემს გულისცემას მაჯებთან და ყელთან ახლოს,შენი სუნთქვა და სისხლში შენი შემცველობა მიწესრიგებს.სურვილს თხოვნამდე ნუ ამიკრძალავ...ა მ ი მ ე ტ ყ ვ ე ლ დ ი...
იცი, ”ჩვენობა” სხვათა ენაზე არ ითარგმნება...

ინგოროყვა ნატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი