პოეზია · ლირიკა
მოვედი ნების შეუპოვრობით
მოვედი ნებისშეუპოვრობითშენს სიყვარულში,მოვედინებიშენს უპოვრობითდაშრეტილ გულში.სისხლი, რომელიც შენში დის ახლაჩემი სულია,სუნთქვაა ჩემი.და ჩემს წინაშე სამყარო, მახლას,გასუსულია,ვით განაჩენი:ვიცი, ამურის ისრის დახლაარც მე ამცდება.მაგრამ საყვედურს უფალს ვერ ვკადრებ,რაკი შენს სულში შემოვესახლეშეშლილ განცდებად,თავის დაკარგვას არ დავირიდებ!მოვედინებიშენს უპოვრობითდაშრეტილ გულში,მოვედი ნების შეუპოვრობითშენს სიყვარულში!