პოეზია · ლირიკა
მთვარის გზაზე დაფარფატებს
ამაღამაც რამე ისევღამისთევად მექცა,მოვიხვიე მარტოობაატლასად და დიბადა.ახლა ისე (ღმერთო ჩემო),ლამაზია ზეცა,თითქოს სულაც არ იყოდა ამ წუთში დაიბადა.
სივრცეს შუბლზე შემოუკრავსფიქრის რუხი ტილო,მრუმე ლანდი ვარსკვლავებისსიანცეს ებუტება.და ოჰ, მთვარე მოყვავილე,როგორც ცის ღიღილო,დამფრთხალ ღრუბელს იჭერს ფრთხილადდა გულში ეხუტება.
მთვარის გზაზე დაფარფატებსჩემი თეთრი სევდა,ცისთვის ასე ნაცნობი დამიწისთვის უალიბო.ამ სინაზეს ზეცის გარდასხვა ვინ დაიტევდა...და მე მინდა ვარსკვლავებისნაკვერჩხლები ავკრიფო.